GEO | ENG | RUS
+995 577 006 233
GEO | ENG | RUS
თამაშის შესახებ:

ყველაზე მხიარული ინტელექტუალური თამაში!

გილოცავ!

შენ სწორ მისამართზე მოხვდი.

აქ შეგიძლია:

  • გაიგო, რა არის აზრინგი;
  • გაეცნო თამაშის წესებს;
  • დარეგისტრირდე მომავალ თამაშზე;
  • ნახო გასული თამაშის ფოტომასალა;
  • გადახვიდე ჩვენი თამაშის ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდებზე;

 

აზრინგი არის თამაში, რომელიც შეიქმნა საქართველოში, და რომლის მთავარი მიზანიც, ინტელექტუალურ შეჯიბრებასთან ერთად, გართობა, დროის აზრიანად გატარება და აქტიური დასვენებაა.

 

მონაწილეობა

 

მონაწილეობის მისაღებად მეგობრები ქმნით გუნდს, არქმევთ სახელს და არეგისტრირებთ ჩვენს საიტზე.

გუნდში წევრების რაოდენობა შეიძლება იყოს 4-დან, 10-მდე. ასაკი 16 წლიდან. არ არის აუცილებლად ყოველ თამაშზე ერთიდა იგივე გუნდით მოხვიდეთ, შესაძლებელია წევრების მუდმივი როტაცია.

ან, თუ გუნდი ვერ იშოვეთ, რამდენიც ხართ, იმდენნი მოდიხართ თამაშზე - ადგილზეც შეგიძლია, გაიცნო ხალხი, დაიმატოთ გუნდში და მათთან ერთად ითამაშოთ აზრინგი.

მონაწილეობის საფასური - 15 ლარი პერსონაზე.

 

წესები

 

აზრინგი შედგება რუბრიკებისგან, რომელიც ყველა თამაშში იცვლება.

თითოეულ თამაშში 7 ტურია, მაგრამ კონკრეტულ თამაშზე რომელ 7 რუბრიკა მოგიწევთ, ეს წინასწარ არავინ იცის.

რუბრიკებს, თამაშის უშუალო დეტალებსა და დაწესებულ პრიზებს ადგილზე გაგაცნობთ ჩვენი ყველაზე სიმპათიური და მხიარული წამყვანი.

კითხვები არც ძალიან რთულია და არც ძალიან მარტივი - ტვინის კარგა გვარიანად დაძაბვაც მოგიწევთ და მეხსიერებასაც გაავარჯიშებთ.

ვინაიდან აზრინგი რესტორანში იმართება, მუშაობს სამზარეულოც - შეგიძლიათ, გემრიელობებიც შეუკვეთოთ, ცოტა სასმელიც მიირთვათ და იაზრინგოთ კიდეც.

 

გელოდებით!

წარმატებებს გისურვებთ!


GEO | ENG | RUS
გუნდის რეგისტრაცია:
გუნდის სახელი
E-MAIL
საკონტაქტო ტელეფონი
რეგისტრაცია